საქართველოს სუპერთასის ფინალში დილა სპაერს დაუპირისპირდა. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, გამარჯვებულის ვინაობა კი მატჩის მიწურულს გაირკვა.
86-ე წუთზე ჟოაო არაუხომ დილა დააწინაურა, კომპენსირებულ დროში კი გრიგოლ ჩაბრაძემ ანგარიში 2-0 გახადა და დილას გამარჯვება გააფორმა.
გორის დილა არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული.
სუპერ თასზე მე-3 ადგილი ქუთაისის ტორპედომ დაიკავა, რომელმაც იბერია პენალტების სერიაში 3-2 დაამარცხა.