იტალიური La Gazzetta dello Sport რომაში თავდამსხმელის პოზიციაზე არსებულ სიტუაციაზე წერს, სადაც გიორგი მიქაუტაძის სახელიცაა ნახსენები.
იმის გათვალისწინებით, რომ შომუროდოვი გუნდს ტოვებს და აბრაჰამი უკვე ბეშიქთაშში გადავიდა, ფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ დოვბიკი რჩება.
გასპერინის ამ პოზიციაზე ლუკმენის მსგავსი მოთამაშე სურს, რომელიც უკრანელს გოლების რაოდენობის ზრდაში დაეხმარება. ერთ-ერთ ვარიანტად სასუოლოს არმან ლორენი განიხილება, თუმცა ლიონის გავარდნამ გიორგი მიქაუტაძეც დააბრუნა რომას ინტერესის სფეროში.
ფრანგული Foot Mercato-ს ცნობით კი ქართველი შემტევის დამატებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მათ შორის არის პრემიერ ლიგაში ახლად დაბრუნებული სანდერლენდი.
ასევე მიქაუტაძით ფრანკფურტის აინტრახტიც ინტერესდება, რომელიც ლიონის თავდამსხმელს უგო ეკიტიკეს პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.
წყაროს ცნობით, გიორგის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის კლუბებიც გამოხატავენ.