ლივერპულმა ჯარელ ქუანსას ლევერკუზენში გაყიდვა ოფიციალურად დაადასტურა.
„კლუბში ყველას სურს ჯარელს მადლობა გადაუხადოს მისი წვლილისთვის და მომავალში ყველაფერი საუკეთესო უსურვოს." - ნათქვამია ლივერპულის განცხადებაში.
გავრცელებული ცნობებით, 22 წლის მცველის სანაცვლოდ ლევერკუზენი ლივერპულს 30 მილიონ ფუნტს გადაუხდის, კიდევ 5 მილიონი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
დასრულებულ სეზონში ინგლისელმა ლივერპულის მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, მთლიანად კარიერაში კი მერსისაიდელთა პირველ გუნდში 58 თამაში დაუგროვდა.
მომდევნო წლებში ლივერპულს ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.