ლივერპულმა ბაიერნთან ლუის დიასის ტრანსფერზე მოლაპარაკებების გამართვა არ მოისურვა.
ჟურნალისტისა და ინსაიდერის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ბაიერნმა ლივერპულთან კოლუმბიელი ვინგერის ტრანსფერზე მოლაპარაკებების წამოწყება სცადა.
თუმცა, მერსისაიდულმა კლუბმა ბავარიელთა იმედები დასაწყისშივე ჩაკლა, რადგან მოლაპარაკებების გამართვაც კი არ მოისურვა. ამის შესახებ ინგლისელებმა ბაიერნის სპორტულ დირექტორს, მაქს ებერლს უკვე შეატყობინეს.
ლივერპულს ლუის დიასის გუნდში შენარჩუნება სურს, რადგან არნე სლოტი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
ბაიერნის გარდა, ამ ზაფხულს კოლუმბიელი შემტევით დაინტერესებას ბარსელონაც გამოთქვამდა.