იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯონათან დევიდი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს.
კანადელ თავდამსხმელთან სიტყვიერი შეთანხმება ყველა დეტალზე შედგა.
ჯონათან დევიდი მალე ტურინში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდება.
კანადელი 2018 წლიდან ბელგიურ გენტში თამაშობდა, 2020 წელს კი კარიერა ფრანგულ ლილში გააგრძელა, სადაც 5 წელი გაატარა.
25 წლის თავდამსხმელი იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.