Geo Team-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში დღეს ჩაფრინდება.
ფეხბურთელი ინგლისში აგენტთან, ლევან სეთურიძესთან ერთად ლივერპულის მიერ გამოგზავნილი პირადი ჯეტით გაემგზავრა.
ქართველი მეკარე ლივერპულმა გასულ ზაფხულში 30 მილიონ ევროდ შეიძინა, შემდეგ კი გიორგი იჯარის წესით ვალენსიაში დარჩა.
მამარდაშვილს მერსისადულ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს.
