ჩელსის ოფიციალური გვერდის განცხადებით, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ჟოაო პედრო კლუბის ახალი მოთამაშეა.
23 წლის შემტევმა ლურჯებთან გრძელვადიანი კონტრაქტი 2033 წლამდე გააფორმა და გუნდს ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, 1/4 ფინალში პალმეირასთან მატჩისთვის შეუერთდება.
"ყველამ იცის, რომ ეს დიდი კლუბია დიდი ისტორიით. მათ ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავდათ ადრეც და ახლაც ასეა. ამიტომ აქ გადმოსვლა მიხარია. როცა ჩელსის მოთამაშე ხარ, ერთადერთ რამეზე უნდა იფიქრო - მოგებაზე." - განაცხადა ჟოაო პედრომ.
ლონდონელები ბრაიტონს ბრაზილიელის სანაცვლოდ 55 მილიონ ფუნტზე შუეთანხმდნენ.
ჟოაო პედრომ თოლიების შემადგენლობაში პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.