მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ დიდიე დეშამი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
მისი შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად ზინედინ ზიდანი სახელდება, რომელზედაც თავად დეშამსაც ჰკითხეს.
"ზიზუ ძალიან კარგი კანდიდატია და ეს ბუნებრივი იქნება. არ ვიცი, მას ეს ენდომება თუ არა, ეს მისი და ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ შორის ყოველთვის დიდი პატივისცემა იყო." - განაცხადა დეშამმა L'equipe-თან საუბარში.
დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან წვრთნის და 2018 წელს გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახადა, ზიდანს კი 2021 წელს მადრიდის რეალიდან წასვლის შემდეგ არსად უმუშავია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები