ფრანგების თავკაცი მსაჯს აკრიტიკებს.
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხის (0:2) შემდეგ, შეხვედრის მთავარი არბიტრის, სალვადორელი ივან ბარტონის მუშაობა შეაფასა.
„მსაჯობა? რამე რომ ვთქვა, მტირალას დავემსგავსები, რადგან ჩვენ წავაგეთ. თუმცა, მე თქვენ [ჟურნალისტებს] გკითხავთ - გაართვა თუ არა არბიტრმა თავი ნახევარფინალის მსაჯობას?
იქ იყო პენალტი, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, სხვა ბევრ დეტალთან ერთად.
დღეს მსაჯის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს კითხვა თქვენს თავს თავად დაუსვით“, - განაცხადა დეშამმა BeIN Sports-ის ეთერში.