ჯანლუიჯი დონარუმამ უპასუხა შეკითხვას, როგორ შეიცვალა პსჟ მბაპეს გარეშე.
„გუნდური სულისკვეთება შეიცვალა, უფრო ერთიანები გავხდით და ერთმანეთისთვის ვთამაშობთ.
თუმცა, კილიანი გვენატრება - ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც მე ყველაფერ კარგს ვუსურვებ, რადგან ვმეგობრობთ.
გუნდი ძალიან ერთიანია, ერთად ყველაფერს ვუმკლავდებით. მაგალითად, ასეთი მიდგომით იტალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოვიგე. ამას ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს." - აღნიშნა პსჟ-ს მეკარემ.
მბაპემ პსჟ გასულ ზაფხულს დატოვა და მადრიდის რეალში გადაბარგდა.