17 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებას და საჩემპიონო ქამრის დაცვას გამოეხმაურა.
„მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს! მიყვახართ ქართველებო! თქვენ იცით, რმ ყოველთვის ვვარჯიშობ და არასდროს ვჩერდები. მე ვარ მანქანა.
როცა ჩხუბს დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი - ფეხზე ნაკერები მედო. მაგრამ ვიცი, რომ UFC-ს ვჭირდები.
დღეს თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ბრძლისთვის მაღალ დონეზე მომზადებაა საჭირო, მე კი ტრავმა მქონდა - ინფექცია ფეხზე და ზურგიც მაწუხებდა. უმარი კარგი მებრძოლი და რთული მეტოქეა, მაგრამ ასაკოვანი ადამიანი დამიძახა. კი, ასაკში ვარ, მაგრამ ბევრს ვმუშაობ და ყოველდღიურად ვშრომობ.
ხალხო, გთხოვთ, არავის მისცეთ თავის დაჩაგვრის უფლება. საკუთარი თავი დააფასეთ, თქვენი თავის დაიჯერეთ და ყველაფერი შესაძლებელი იქნება. მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, არ ვიყავი ფავორიტი, მაგრამ არ მაინტერესებს! საკუთარი თავის მჯერა და ეს საკმარისია, ყველამ საკადრისი პასუხი მიიღო.
უმარი აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა გაზარდა და მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა.
ტრავმიდან გამომდინარე, დღეს ოქტაგონზე ყველაფერი დავტოვე და საკუთარი თავით ვამაყობ. შემიძლია, დღეს კარიერა დავასრულო და ბედიერი ვიყო. და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მიყვარხარ საქართველო, მადლობა ამერიკა."
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები