28 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილმა მის წონაში კიდევ ერთი ქართველის, ალექსანდრე თოფურიას გამოჩენაზე ისაუბრა.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიას ძმის დებიუტი შედგა UFC-ში, სადებიუტო ბრძოლაში მან ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.
„საქართველოსთვის სუპერმსუბუქ წონაში კიდევ ერთი უმაგრესი სპორტსმენის დამატება ძალიან კარგი ამბავია.
ალექსანდრეს ჩემპიონის კონტენდერობაზე გასაწევად კიდევ 2 წელი დასჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამას მოახერხებს და ქამრისთვის აუცილებლად იბრძოლებს.
როგორც კი ალექსანდრე კონტენდერი გახდება, მე, როგორც ქართველებს შეგვეფერება, დავთმობ ქამარს და მას დავუთმობ გზას - ან ზედა წონაში ავალ, ან ქვემოთ ჩამოვალ, ან სულაც სუპერ-ბრძოლებს ჩავატარებ და ქამარს ალექსს დავუთმობ." - აღნიშნა ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები