მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC Fight Night 254-ის წინ მთავარი ბრძოლის მონაწილე რომან დოლიძემ მედია დღეზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
"ვეტორის დიდი ხანია არ უბრძოლია. ყველა ამბობს, რომ ეს მისთვის ცუდია, მაგრამ არასდროს ვფიქრობ ბრძოლებზე ამ კუთხით. ვხვდები, რომ ყველანი ვიცვლებით და ვვითარდებით. შესაძლოა მას დრო ჰქონდა, რომ რაღაც შეეცვალა მის სტილში.
მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლაც პირველის მსგავსი იქნება იმ მხრივ, როგორ იმუშავებს ის ჩემთან და რას დამიპირისპირებს.
მე ძალა მაქვს და მან ეს იცის. ყველამ იცის ჩემი გრეპლინგის უნარები. სწორედ ამიტომ ყოველთვის რთულია ჩემთან გზების მოძებნა, თუმცა ვფიქრობ, რომ საჭიროა, უფრო მშვიდი ვიყო და ჩემი სიბრაზე ვაკონტროლო, ეს არის ამ ბრძოლის მოგების მთავარი გასაღები.
ბევრი ფიქრობს, რომ მე პროფესიონალი ათლეტი დიდი ხანია ვარ. მე ტოპ მებრძოლი 3 წელია ვარ, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ მე 28 წლის ვიყავი, როცა დავიწყე და კვლავ ვსწავლობ და ვეძებ ჩემს თავში რაღაცებს.
ბრძოლიდან ბრძოლამდე უფრო მეტ რამეს ვხვდები, თუ რა და როგორ უნდა გავაკეთო. ეს ასეა. ახლაც, როცა 36 წლის ვარ, მე კვლავ შემიძლია ბევრი რამის სწავლა და კვლავ ვვითარდები ვარჯიშის დროს. ჩემი კარიერით ძალიან ბედნიერი ვარ." - განაცხადა დოლიძემ.
16 მარტს რომან დოლიძის რევანშის მოლოდინში ვართ. ქართველი მებრძოლი მარვინ ვეტორის დაუპირისპირდება და შეეცდება 2 წლის წინანდელი შედეგი გამოასწოროს.
რევანშის მოლოდინში - რომან დოლიძის განვლილი გზა UFC-ში
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები