UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკის სურს, რომ ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის ტიტულის მფლობელი გახდეს.
"პატივი უნდა ვცეთ, რასაც ილია აკეთებს. ის მსუბუქწონოსნებს მისდევს, გააკეთოს მან თავისი საქმე. წარმოიდგინეთ, თუ ის ტიტულს მოიგებს, შემდეგ ჩვენი რემატჩი შედგება მსუბუქ წონაში.
ეს ჩემთვის იდეალური სამყარო იქნება." - თქვა ავსტრალიელმა არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა, ალექს ვოლკანოვსკიმ ის დიეგო ლოპესთან ბრძოლაში დაიბრუნა.
ქართველ მებრძოლს კი მსუბუქი დივიზიონი სატიტულო ბრძოლისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს, თუმცა ჯერ მისი მეტოქე უცნობია.
"გააფორმე კონტრაქტი, მონრეალს ქამრის გარეშე არ დავტოვებ" - ბელალმა მახაჩევს მიმართა