უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არსენალთან საპასუხო მატჩის წინ პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს.
"კვარაცხელიას შესახებ რა იყო თქვენი მოლოდინები და რას ხედავთ ახლა?
ჩვენ მისი დამატება ადრე გვინდოდა და ვერ შევძელით. მას ძალიან კარგად ვიცნობთ. ის ახალგაზრდაა დიდი გამოცდილებით. ეს შემტევისთვის იშვიათობაა.
რთულია კლუბის და ქვეყნის შეცვლა. ადაპტაციაა საჭირო, მაგრამ ის ამ პროცესში ძალიან გახსნილი გონებით შევიდა. დღეს ის ბევრს თამაშობს და თავის უნარებს ავლენს. ძალიან ბედნიერი ვარ მისი პერფორმანსებით როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე.
აქ კონკურენტული უნდა იყო ორივე სიტუაციაში. მან ადაპტაცია კარგად გაიარა და მიხარია, რომ ის ჩვენი მოთამაშეა." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
პარი სენ-ჟერმენისა და არსენალის მატჩი 7 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება. პარიზელებმა პირველი შეხვედრა ლონდონში 0-1 მოიგეს.