რაფინიას აზრით, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ბარსელონას უფრო ძლიერს გახდის.
კატალონიელებმა ინტერთან ორი მატჩის ჯამში 6:7 წააგეს და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ.
„უფრო ძლიერები დავბრუნდებით... მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. კულეებო, ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვართ. თანაც, სეზონი ჯერ არ დასრულებულა.
ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი სიამაყით ვატარებ ამ კლუბის ფერებს და ვამაყობ ამ გუნდით. ვისკა ბარსა." - წერს ბარსელონას ვინგერი სოციალურ ქსელში.
ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბარსელონა რეალს 4 ქულით უსწრებს, 11 მაისს გუნდები ერთმანეთს მონტჟუიკზე დაუპირისპირდებიან.