მიკელ არტეტამ პსჟ-სთან მარცხი და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა შეაფასა.
„ვულოცავ პსჟ-ს ფინალში გასვლას. შეფასების გაკეთებას მხოლოდ დამშვიდებულზე შევძლებ. თუმცა, სკამიდან მეჩვენებოდა, რომ მეტოქეზე ბევრად უკეთესები ვიყავით.
ორივე მატჩს ჯამურად რომ გადავხედოთ, დონარუმა მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომელმაც ამ დაპირისპირებაში მთავარი სხვაობა შექმნა.
ვფიქრობ, წარმატებასთან ბევრად ახლოს ვიყავით, ვიდრე ანგარიში აჩვენებს. ჩვენი ფეხბურთელებით ვამაყობ მოედანზე ნაჩვენები თამაშის გამო. 20 წუთის შემდეგ არსენალის სასარგებლოდ ანგარიში 3:0 უნდა ყოფილიყო.
ძალიან ახლოს ვიყავით ფინალთან. ორივე მატჩის ძირითადი მონაკვეთების განმავლობაში მეტოქეზე აშკარად უკეთესები ვიყავით და საბოლოო ჯამში, ამ წყვილში უკეთესი გუნდი დამარცხდა. თუმცა, სათამაშო უპირატესობამ საბოლოოდ არაფერი არ მოგვცა და ეს ძალიან არასასიამოვნოა." - აღნიშნა არტეტამ.