სპორტის ანტი-დოპინგური დივიზიის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS ADD) დაადასტურა, რომ ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ანტი-დოპინგური წესის დარღვევის გამო დაისაჯა და 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ამასთან მას 2024 წლის 6 იანვრის შემდეგ დაფიქსირებული შედეგები გაუუქმდა.
2023 და 2024 წლის განმავლობაში იაკობ ქაჯაია ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიო ორგანიზაციის (UWW) რეგისტრირებულ სატესტო სიაში იყო, რომელსაც ITA (საერთაშორისო ტესტირების ორგანიზაცია) მართავს.
განცხადებაში წერია, რომ 12 თვეში დაფიქსირებულ 3 შემთხვევაში სპორტსმენის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი შემოწმება ერ მოხერხდა.
ეს კი ანტი-დოიპინგური წესების 2.4 მუხლის დარღვევაა, რაც დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. იაკობ ქაჯაია 2027 წლის 3 აპრილამდე მონაწილეობას ვერცერთ შეჯიბრში ვერ მიიღებს.
ქართველი მოჭიდავე ტოკიო 2020-ის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანია.