ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, თორნიკე შენგელია ბარსელონას 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
წყაროს თქმით, ქართველმა მძიმე ფორვარდმა სამედიცინო შემოწმებაც უკვე გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2+1 ფორმატით შეათანხმა.
ბარსას ინტერესი ქართველი მოთამაშის მიმართ თავდაპირველად Sportando-ს ჟურნალისტმა ალესანდრო ლუიჯი მაჯიმ დაადასტურა, ახლა კი Mundo Deportivo ადასტურებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
შენგელია ვირტუს ბოლონიას მოთამაშეა, რომლის ღირსებასაც 2022 წლიდან იცავს. ის იტალიურ გუნდთან ერთად იტალიის სუპერთასის 2-გზის მფლობელია, 2023 წელს კი MVP გახდა.
ბარსელონა ევროლიგის მიმდინარე სეზონში პლეიოფში მონაკოსთან სერიაში 3-2 დამარცხდა.