ლა ლიგის ექს-მსაჯი, ალფონსო პერეს ბურული მიიჩნევს, რომ დენზელ დუმფრისი ინტერის მე-3 გოლის დროს ხერარდ მარტინზე თამაშის წესს არ არღვევდა.
შემთხვევა მატჩის 93-ე წუთზე მოხდა, როცა ბარსა 3:2-ს იგებდა და ანგარიში ფრანჩესკო აჩერბიმ გაათანაბრა.
„ჯარიმა არ ყოფილა, კონტაქტი მინიმალური იყო. მცველმა ბურთამდე ზედმეტად გვიან მიაღწია, შემდეგ კი ძალიან ადვილად დაეცა.
ეს არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომელსაც VAR-ზე გადამოწმება სჭირდებოდა." - აღნიშნა არბიტრმა.