• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რევანშის მოლოდინში - რომან დოლიძის განვლილი გზა UFC-ში
ქართულიქართული
UFCUFC

რევანშის მოლოდინში - რომან დოლიძის განვლილი გზა UFC-ში

11 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

16 მარტს (03:00), ლას ვეგასში UFC Fight Night გაიმართება, რომლის მთავარ ბრძოლაში საშუალო წონის დაპირისპირება შედგება, სადაც რომან დოლიძე და მარვინ ვეტორი შეერკინებიან ერთმანეთს.


მანამდე გავიხსენოთ ქართველი მებრძოლის გავლილი გზა UFC-ში. 36 წლის დოლიძის კარიერული რეკორდი 14-3-0 არის, UFC-ში კი მას 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 8 მოგება და 3 მარცხია.


რომან დოლიძემ ასპარეზობა ქვემძიმე წონაში დაიწყო, სადაც მისი დებიუტი 2020 წლის ივლისში ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ შედგა. ქართველმა რუსი მეტოქე პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.


დოლიძის მომდევნო ბრძოლა იმავე წლის დეკემბერში ასევე ქვემძიმე წონაში შედგა, სადაც მან ჯონ ალენს 3-რაუნდიან დაპირისპირებაში გადაწყვეტილებით სძლია.


2021 წელს რომან დოლიძე უკვე საშუალო წონაში გადავიდა, სადაც მისი პირველი მეტოქე ტრევინ ჯაილსი იყო. ქართველი 3-რაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით დამარცხდა.


მარცხიდან 3 თვეზე ნაკლებში დოლიძემ მორიგი ბრძოლა ლაურეანო სტაროპოლისთან გამართა და გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.


რომანის UFC კარიერაში ყველაზე წარმატებული წელი 2022 იყო. ივნისიდან დეკემბრამდე მან 3 ბრძოლა გამართა და სამივეში გაიმარჯვა, თანაც სამივეში ვადაზე ადრე.



დოლიძის პირველი მსხვერპლი კაილ დაუკაუსი იყო, რომელსაც ბრძოლა პირველივე რაუნდში დაუსრულა. უკვე ოქტომბერში ასევე პირველ რაუნდში მოუგო დაპირისპირება ფილ ჰოუსს, წელი კი რომანმა ჯეკ ჰერმანსონთან მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დააგვირგვინა.


2023 წელს ქართველმა ერთადერთი ბრძოლა გამართა. მარტში ის მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა და 3-რაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით დამარცხდა.


2024 წლის თებერვალში ქართველი UFC კარიერაში პირველად საბრძოლო ღამის მთავარი ბრძოლის მონაწილე იყო, სადაც ნასურდინ იმავოვთან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში გადაწყვეტილებით წააგო.


ივნისში დოლიძე ქვემძიმე წონას დაუბრუნდა და 3 რაუნდში გადაწყვეტილებით ენტონი სმიტს მოუგო, ოქტომბერში კი რომანმა ისევ საშუალო წონაში გამართა ბრძოლა კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.


ქართველი საშუალო წონის მიმდინარე რეიტინგში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.


2025 წელს რომანი პირველ ბრძოლას მარვინ ვეტორისთან გამართავს, ქართველი გულშემატკივრები კი 16 მარტს რომან დოლიძის რევანშის მოლოდინში ვართ.


რევანშის მოლოდინში - დოლიძე VS ვეტორი 2

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
რომან დოლიძე
საქართველო
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არიიის! - სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

•ქართული

ქართული

არიიის! - სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
•ქართული

ქართული

VIDEO: რომან დოლიძე რეინიერ დე რიდერთან დამარცხდა

•ქართული

ქართული

VIDEO: რომან დოლიძე რეინიერ დე რიდერთან დამარცხდა
•ქართული

ქართული

უაითი და მახაჩევი იან გარის აკრიტიკებენ

•UFC

UFC

უაითი და მახაჩევი იან გარის აკრიტიკებენ
•UFC

UFC

შოკისმომგვრელი ეპიზოდი PFL-ში - მახაჩევი ექიმის როლში

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

შოკისმომგვრელი ეპიზოდი PFL-ში - მახაჩევი ექიმის როლში
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

21 სთ წინ

არიიის! - სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

News image

9 სთ წინ

VIDEO: რომან დოლიძე რეინიერ დე რიდერთან დამარცხდა

News image

2 სთ წინ

უაითი და მახაჩევი იან გარის აკრიტიკებენ

News image

2 სთ წინ

შოკისმომგვრელი ეპიზოდი PFL-ში - მახაჩევი ექიმის როლში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

L

Levani saluqvadze

Dolidze moigebs nokautit