UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას მისამართით ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
სომეხი სპორტსმენი აცხადებს, რომ ქართველს აუცილებლად დაამარცხებს, რადგან მისი აზრით, ელ მატადორი შეთავაზებულ ტემპს ვერ გაუძლებს და ჭიდაობის ხარჯზე მარტივად წააგებს.
საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. არ ვფიქრობ, რომ სისწრაფეში ჩამოვრჩები. მუდმივად შევიცვლი ტაქტიკას და ჭიდაობას დავამატებ. არ მგონია, რომ ის ჩემი თეიქდაუნების შეჩერებას შეძლებს. შევძლებ მის ძირს დაგდებას და ჭიდაობით დაღლას
მან ასევე გააკრიტიკა თოფურიას სავარჯიშო მეთოდები და განაცხადა, რომ ილია მხოლოდ კრივსა და დარტყმებზე მუშაობს. ცარუკიანის თქმით, ქართველს ფეხებში თითქმის არავინ უვარდება და პარტერში არ გადაჰყავს, რის გამოც გაურკვეველი სპარინგ-პარტნიორების დამარცხების შემდეგ ის ყველას ზებუნებრივი მებრძოლი ჰგონია.
ვფიქრობ, რომ თუ მას ჩეჩნეთში ან დაღესტანში ჩავიყვანთ და დარბაზში ნებისმიერ ადგილობრივ მოყვარულთან დავაყენებთ, ისიც შეძლებს მის პარტერში გადაყვანას და ცემას