დინამო არენაზე, ბორის პაიჭაძის ძეგლის მიმდებარედ, თბილისის დინამოს ლეგენდარულ კაპიტნებს - მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძესა და ალექსანდრე ჩივაძეს ვარსკვლავები გაუხსნეს.
ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები, მსახიობები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ინიციატივა უეფას მედიაოფიცერს, მამუკა კვარაცხელიას, კულტურის პალატის პრეზიდენტს, დავით ოქიტაშვილსა და ლექსო საგანელიძეს ეკუთვნით, ხოლო მხარდამჭერები სპორტის სამინისტრო და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყვნენ.
მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე და ალექსანდრე ჩივაძე გასული საუკუნის 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში თბილისური გუნდის კაპიტნები და კლუბის უდიდესი წარმატებების მთავარი შემოქმედნი არიან.