ასტანაში მიმდინარე თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დასრულდა.
ტურნირის დასკვნით დღეს წარმატებას მირიან მაისურაძემ (92 კგ) მიაღწია. ქართველი ფალავანი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვეიცარიელ მეტოქეს დაუპირისპირდა, ორთაბრძოლა დამაჯერებლად, 6:2 წაიყვანა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, 31 ოქტომბერს, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) მოუტანა, რომელმაც ასევე ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვა.
საერთო ჯამში, ასტანაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა აქტივში ორი ბრინჯაოს მედალი ჩაწერა.