ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
იგი ჩინეთში გამართული საერთაშორისო მასტერსის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ შეხვედრაში ბაზაძემ ტურნირის მასპინძელი შიაო ლინი დამაჯერებელი ანგარიშით, 15:3 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მესამე ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 10 დღის წინ ქართველმა სპორტსმენმა ალჟირის მსოფლიო თასზეც იზეიმა ჩემპიონობა.