ასტანას მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
იგი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ არსენ ჯიოევთან დამარცხდა, თუმცა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა საბერძნეთის წარმომადგენელი გიორგიოს კუგიუმციდისი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული რიგით პირველი მედალია.