უეფას ევროპა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა საქართველოში, კერძოდ ბათუმში, გაიმართება.
,,უეფამ თურქეთის ხელისუფლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო, ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მე-5 ტურის მატჩი თურქულ ბეშიქთაშსა და ისრაელის ჰაპოელ ბეერ-შევას შორის სტამბოლში ვერ ჩატარდება.
შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ შეხვედრა 26 ნოემბერს, ხუთშაბათს, საქართველოში, ქალაქ ბათუმში, ბათუმის სტადიონზე გაიმართება.
მატჩზე გულშემატკივრების დასწრება ნებადართული იქნება. შეხვედრის დაწყების დრო უცვლელი რჩება - საქართველოს დროით 21:45 საათი." - წერია უეფას განცხადებაში.
სტამბოლური კლუბის განცხადებით, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.