2-წლიანი მუშაობის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძის უდინეზემ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კოსტა რუნიაიჩი გაათავისუფლა.
სერია A-ს 10 ტურის შედეგებით, ზებრებმა მხოლოდ 5 ქულა მოიპოვეს, მათგან 4 საწყის ორ ტურში, მას შემდეგ ჩატარებულ 8 თამაშში კი მხოლოდ ასევე ერთ-ერთ აუტსაიდერ პარმასთან არ წააგეს (0:0).
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, უდინელები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებას მიაღწიონ 43 წლის პაოლო ძანეტისთან, რომელიც გასულ სეზონში ვერონაში მუშაობდა და თანამდებობიდან თებერვალში გაუშვეს, გუნდი მაისში სერია B-ში გავარდა.
როგორც პრესაში იწერება, პოცოების ოჯახს კლუბის მწვრთნელი სეზონის ბოლომდე სჭირდება, გრძელვადიან კანდიდატურაზე კი ამის შემდეგ დაფიქრდებიან.
თუ ძანეტისთან მოლაპარაკებები ჩიხში შევა, რისი შანსიც დაბალია, სახელდება ლუკა გოტის, დავიდე ბალარდინის, რობერტო დ'ავერზასა და ვლადიმირ პეტკოვიჩის ვარიანტებიც.
უდინეზემ შაბათს რომასთან საშინაო მატჩი 2:5 წააგო, მომდევნო ტურში კი ბოლოადგილოსან 3-ქულიან ვენეციას ესტუმრება (6 ნოემბერს).