გასულ კვირას ATP-ის რეიტინგის ასეულში დაბრუნების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა კიდევ 8 პოზიციით აინაცვლა.
მამაკაცთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებული კლასიფიკაციის მიხედვით, ქართველ ჩოგბურთელს 681 ქულა აქვს და 87-ე ადგილზე იმყოფება.
ორი კვირის წინ ნიკა რეიტინგის 128-ე პოზიციაზე იყო, მისი 41-საფეხურიანი წინსვლა კი ალმატის ტურნირის - ფინალში და ვენის ტურნირზე 1/8 ფინალში გასვლამ განაპირობა.
მიმდინარე კვირაში პარიზის მასტერსია, თუმცა მისი განაცხადი შედგა იქამდე, სანამ ბასილაშვილი რეიტინგის ასეულს მიღმა იყო, რის გამოც საფრანგეთის დედაქალაქში გასამართ წლის ბოლო მასტერსზე ვერ მოხვდა.
პარიზის მასტერსის გარდა, მიმდინარე სეზონში ნიკასთვის მხოლოდ ერთი პოტენციური ტურნირი რჩება - 8-14 ნოემბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გასამართი 250-ქულიანი გათამაშება. ჯერჯერობით არ ვიცით, ითამაშებს თუ არა.
თუკი ასეულში ადგილს სტაბილურად შეინარჩუნებს, მომავალ სეზონში ტურნირებზე კვალიფიცირებისთვის შედარებით ნაკლები ძალისხმევა დასჭირდება და შემცირდება საკვალიფიკაციო ეტაპებზე მონაწილეობის აუცილებლობებიც.
რატომაა ზვერევის პირველი ნომრობა ბოლო 50 წელში ყველაზე უჩვეულო?