ჩოგბურთის მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგს ახალი პირველი ნომერი ჰყავს - ალექსანდრ ზვერევი.
29-კვირიანი ლიდერობის შემდეგ ტრავმირებულმა იანიკ სინერმა პოზიცია დათმო და პირველზე გადაინაცვლა 29 წლის გერმანელმა, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ასაკოვანია, ვინც მსოფლიოს პირველი ჩოგანი კარიერაში პირველად გახდა.
ზვერევი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს - როლან გაროსსა და US Open-ზე ჩემპიონი გახდა, ხოლო უიმბლდონისა და მადრიდის მასტერსზე ფინალში იანიკ სინერთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ სეზონის დაწყებამდე იგი ATP-ის რეიტინგის ლიდერ კარლოს ალკარასს 6 945 ქულით ჩამორჩებოდა.
სეზონის დასრულებამდე ზვერევს ჯამში 1 080 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი, ხოლო მის მთავარ კონკურენტ სინერს - 3 550. რადგანაც იტალიელი ტრავმირებულია და კორტზე იანვრიდან ბრუნდება, საშას იდეალური შანსი აქვს იმისა, რომ 2026 წელი ATP-ის კლასიფიკაციის სათავეში დაასრულოს.
მიმდინარე წლის მაისამდე ზვერევი მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ჩოგბურთელად, რომელსაც დიდი სლემის ტურნირი მოგებული არ ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე ორი ტიტული აქვს.
ალექსანდრ ზვერევს 4 წლის ასაკში დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. დედის უდიდესი წვლილია იმაში, რომ ჩოგბურთის თამაში დაიწყო და, ჯანმრთელობის ამ პრობლემის მიუხედავად, თანამედროვე სპორტის ერთ-ერთი ვარსკვლავია.