ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირის 1/8 ფინალში მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს ხვდება.
1/16 ფინალურ ეტაპზე ავსტრიელ იური როდიონოვთან 7:6; 6:1 გამარჯვების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ კარლოს ალკარასთან თამაშის უფლება მოიპოვა.
ალკარასი ATP-ის რეიტინგის ყოფილი 1-ელი და ამჟამინდელი მე-3 ნომერია და დიდი სლემის 7 ტურნირი აქვს მოგებული. მიმდინარე სეზონში მხოლოდ 39 შეხვედრა ჩაატარა (34 მოგება, 5 წაგება) და მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ასევე დოჰასა და ტოკიოს ტურნირები. აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე მაჯის ტრავმა ჰქონდა.
ნიკა კარლოსთან მესამე ურთიერთშეხვედრას გამართავს - 2021-ში როლან გაროსზე 0:3 დამარცხდა (4:6; 2:6; 4:6), ხოლო 2022-ში მადრიდში 3:6; 5:7 წააგო.
ბასილაშვილისა და ალკარასის 1/8 ფინალური მატჩი ხვალ, 29 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ქართველმა გასულ კვირას ალმატის 250-ქულიანი ტურნირის ფინალში ითამაშა და მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან, დანიილ მედვედევთან 3 სეტში დამარცხდა - 7:6; 1:6; 3:6.
ბასილაშვილი ისევ დიდ სცენაზეა - როგორ წარიმართა მე-5 ჩოგანთან ფინალი?