VIDEO: ცნობილია, რომელი გუნდები შეხვდებიან საქართველოს თასის ფინალში
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2026 წლის ფინალის მეორე საგზური დინამო ბათუმმა მოიპოვა.
აჭარლებმა საკუთარ არენაზე დილა გორი 0:1-დან 3:1 დაამარცხეს - შიდა ქართლელები პირველ ტაიმში შოთა შეყილაძემ დააწინაურა, რასაც მეორე ნახევარში დირკ კარლსონის, მაურიდესისა და ულად ომარ იმრანის გოლები მოჰყვა პასუხად.
დინამო ბათუმი საქართველოს თასის ფინალში ისტორიაში მეშვიდედ ითამაშებს და აქამდე ტიტულის მოგება მხოლოდ ერთხელ შეძლო - 1998-ში, როცა სატიტულო მატჩში დინამო თბილისი დავით ჭიჭვეიშვილის 120-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ამჯერად ფინალში შეხვდება გაგრას, რომელმაც მეორე 1/2 ფინალში რუსთავს აჯობა და ტიტულის მოგებას მესამედ შეეცდება.
საქართველოს თასი 13-ჯერ დინამო თბილისს აქვს მოგებული, 5-ჯერ - ტორპედო ქუთაისს, ხოლო 3-3-ჯერ - ლოკომოტივ თბილისსა და იბერია 1999-ს.
ვიცით, რომ გაგრასა და დინამო ბათუმის ფინალური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.