საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში პრესკონფერცია და აღმასკომის წევრთა შეხვედრა გამართა.
ფედერაციის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს გეგმა ახალ პროექტებთან დაკავშირებით: გამოწვევა 2029 (საქართველოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში) და გამოწვევა 2032 (სიდნეის ოლიმპიადის ფარგლებში).
ორივე პროექტის მონაწილეები დაკომპლექტდებიან ახალგაზრდა და ჭაბუკი ძიუდოისტებით, რომლებიც სპეციალური პროგრამით გაივლიან მზადებას.
სიახლეა სანაკრებო მზადების ნაწილშიც - მომდევნო ორი წლის განმავლობაში საერთო სანაკრებო ხელმძღვანელობას გურამ მოდებაძე ჩაიბარებს.
ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ოლიმპიური ნაკრები მაქსიმალურად ინდივიდუალური პროგრამითა და მიდგომით მოემზადება.
"ვულოცავ გურამ მოდებაძეს ამ თანამდებობაზე არჩევას. ის დიდი ხანია იმსახურებდა ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე იყო, ამჯერადაც მეტად ღირსეულად გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას", - განაცხადა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა.
ცვლილებებია ფედერაციის მმართველობაშიც - პრეზიდენტი ლოვან ნოზაძე საქმიანობას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს. პრეზიდენტის რიგგარეშე აერჩევნები კი 1-ელ დეკემბერს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს კანდიდატურის წარდგენა 1-ელ ნოემბრამდე შეუძლიათ.
ფოტო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია