დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2026 წლის გათამაშებაზე პირველი ფინალისტი გაირკვა.
გაგრასა და რუსთავს შორის გამართული 1/2 ფინალური დაპირისპირება გაგრელებმა 2:1 მოიგეს. გოლები იაზლი ნაზაროვისა და ვანდერსონ სილვას ანგარიშზეა, რუსთავისგან კი ლუკა პარკაძემ შეაგდო.
შედეგად, გაგრა საქართველოს თასის ფინალში ისტორიაში მეოთხედ ითამაშებს - 2011 და 2020 წელს ტიტული მოიგო, ხოლო 2018-ში ტორპედოსთან პენალტების სერიით დამარცხდა.
მეორე ფინალისტი გვეცოდინება დღეს, მას შემდეგ, რაც დინამო ბათუმი აჭარაში გორის დილას უმასპინძლებს.