დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდი UEFA Youth League-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დანიურ კოპენჰაგენს დღეს მასპინძლობს.
ვასილ გეგუჩაძის გაწვრთნილმა დინამოელებმა შესარჩევის პირველ წრეში ბელარუსულ დინამო მინსკს პენალტების სერიით აჯობეს და კოპენჰაგენთან თამაშის უფლება ასე მოიპოვეს.
დინამო თბილისისა და კოპენჰაგენის შეხვედრა 19:00 საათიდან დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ამ ბმულზე იყიდება, ხოლო პირდაპირი რეპორტაჟი Setanta Sports-ზეა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი, მომდევნო ოთხშაბათს, 4 ნოემბერს კოპენჰაგენშია. წყვილში გამარჯვებული საკვალიფიკაციოს ფინალში იტალიურ ფიორენტინასა და ბულგარულ სეპტემვრი სოფიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
ფოტო: დინამო თბილისის აკადემია