დინამო არენაზე ლეგენდარული ქართველი კაპიტნების - მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძისა და ალექსანდრე ჩივაძის ვარსკვლავები გაიხსნება.
ამის შესახებ ინფორმაცია უეფა-ს მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ გავრცელა. მან განაცხადა:
ვარსკვლავების გახსნის შემდეგ თბილისის დინამოსა და იბერიას მატჩია, ვინ იცის, იქნება საჩემპიონოც.
საზეიმო ღონისძიება ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ 31 ოქტომბერს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.
ვარსკვლავების გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, 19:00 საათზე, დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ცენტრალური შეხვედრა დაიწყება, სადაც თბილისის დინამო იბერია 1999-ს დაუპირისპირდება.