15 ნოემბერს, იოჰან კრუიფ არენაზე აიაქსისა და ბარსელონას ლეგენდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა, სახელწოდებით ,,მემკვიდრეობის მატჩი", ლეგენდარული იოჰან კრუიფის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ აიაქსის ლეგენდების შემადგენლობაში იქნება შოთა არველაძეც.
პატრიკ კლუივერტი, იარი ლიტმანენი, რონალდ დე ბური, ფრანკ დე ბური, რიხარდ ვიტსგე, იან ვერტონგენი, ვესლი სნეიდერი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ურბი ემანუელსონი, რაიან ბაბელი, კლას-იან ჰუნტელაარი, ედვინ ვან დერ სარი, არონ ვინტერი, სიმონ ტაჰამატა, მიდო, შოთა არველაძე, დანი, ბოგდან ლობონცი, ვურნონ ანიტა, ჰედვიგეს მადურო.
ბარსელონას საბოლოო შემადგენლობა ჯერ არ არის დაკომპლექტებული, თუმცა, ორივე კლუბის საერთო ისტორიიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ გუნდებს გარკვეული ფეხბურთელების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.
მათ შორის არიან პატრიკ კლუივერტი, რონალდ დე ბური, ფრანკ დე ბური, ფილიპ კოკუ, როჯერ გარსია, ბოიან კრკიჩი და რიხარდ ვიტსგე.
შეხვედრა საქველმოქმედო ხასიათის იქნება, შემოსული თანხა კი ბარსელონასა და იოჰან კრუიფის ფონდებს გადაერიცხება.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ 2024 წელს მადრიდის რეალის ლეგენდებთან მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და იკერ კასილიასის კარის აღებაც მოახერხა.