საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე ლიონის ოლიმპიკი 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა:
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და მას კვარას ვუძღვნით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ყველაფრის მოგება სურს. ასეთია ჩვენი მენტალიტეტი.
ამის მისაღწევად ყოველთვის მზად უნდა იყო. დღეს მოედანზე შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა აჩვენეს, რა დონის მოთამაშეები არიან და რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ.
ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ეს რთულია, მაგრამ ძალიან მომწონს მათი ხასიათი და მენტალიტეტი.“
პარიზელთა მხრიდან გოლები სენი მაიულუმ და მიკა გოდტსმა გაიტანეს, მაიულუმ კი გოლი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა.
ფოტო: როგორ გაამხნევეს პსჟ-ის გულშემატკვირებმა კვარაცხელია?
