2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ კი წლევანდელი ოქროს ბურთის რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა და ამით ყველა დროის ქართული რეკორდი მოხსნა.
აქამდე საუკეთესო შედეგი 1981 წელს რამაზ შენგელიამ დააფიქსირა, რომელიც ოქროს ბურთის სიაში მე-7 ადგილზე გავიდა.
45 წლის შემდეგ კი ოქროს ბურთის ქართული რეკორდი ხვიჩა კვარაცხელიამ დაამყარა.
პსჟ-ის ქართველი შემტევი ოქროს ბურთზე მესამედ იყო წარდგენილი. 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, 2025 წელს კი მე-12 პოზიციაზე გავიდა.
წლევანდელი ტოპ 10 კი ასე გამოიყურება:
1. ჰარი კეინი
2. კილიან მბაპე
3. ლამინ იამალი
4. როდრი
5. ლიონელ მესი
6. ხვიჩა კვარაცხელია
7. უსმან დემბელე
8. ერლინგ ჰალანდი
9. მაიკლ ოლისე
10. ფაბიან რუისი