2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჰარი კეინი დაასახელეს.
ინგლისელმა ფორვარდმა გასულ სეზონში ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ინგლისის ნაკრებთან ერთად მე-3 ადგილზე გავიდა.
მუნდიალზე კეინმა 6 გოლი შეაგდო, სეზონი კი შემაძრწუნებელი 73 გოლით დაასრულა, რის ხარჯზეც ოქროს ბურთის გარდა, წლის საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდოც დაისაკუთრა.
ჰარი კეინი მაიკლ ოუენის (2001) შემდეგ პირველი ინგლისელი ფორვარდი გახდა, რომელიც ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბაიერნის უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება შეძლო, კარლ-ჰაინც რუმენიგე იყო 1981 წელს.