2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე არსენალის ინგლისელ შემტევს, ბუკაიო საკას სოკრატესის სახელობის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
აღნიშნული პრიზი France Football-ისა და ორგანიზაცია Peace and Sport-ის ინიციატივით იმ ფეხბურთელებს ენიჭებათ, რომლებიც საკუთარ პოპულარობასა და რესურსებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ.
ინგლისელი ვარსკვლავის აღიარება ბავშვთა დასახმარებლად გაწეულმა უდიდესმა შრომამ განაპირობა. საკამ გერმანულ საქველმოქმედო ფონდ BigShoe-სთან ითანამშრომლა და თავისი მშობლების სამშობლოში, ნიგერიაში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე ბავშვებს დაეხმარა.
მისი უშუალო დაფინანსებით 120-მდე მცირეწლოვანს ურთულესი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის თიაქარისა და ტვინის სიმსივნის დიაგნოზით.
სოკრატესის სახელობის ჯილდო 2022 წელს დაარსდა და ბრაზილიელი ლეგენდის საპატივცემულოდ შეიქმნა. ბუკაიო საკა შეუერთდა იმ გამარჯვებულთა სიას, რომლებმაც მოედნის მიღმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს.
გასულ წლებში ეს პრიზი სადიო მანეს (2022), ვინისიუს ჟუნიორს (2023), ჯენი ერმოსოსა (2024) და ლუის ენრიკეს საქველმოქმედო ფონდს (2025) აქვთ მიღებული.