ჰარი კეინი 2026 წლის საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა.
აღნიშნულ ჯილდოს გამოცემა France Football ყოველწლიურად ყველაზე მეტი გოლის ავტორს გადასცემს.
კეინმა 2025/2026 წლების სეზონში 73 გოლი გაიტანა და წლის საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი სრულიად დამსახურებულად დაისაკუთრა.
ინგლისელისთვის ეს მეორე ასეთი ჯილდოა - ორი წლის წინ მან ის 52 გოლით კილიან მბაპესთან გაიყო, ახლა კი მისი ერთპიროვნული მფლობელიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ კეინი ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტიც არის.