საფრანგეთის ლიგა 1-ში ლიონთან მატჩის წინ პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელია გაამხნევეს.
პარიზელმა ულტრასებმა პარკ დე პრენსის ტრიბუნებზე შემდეგი ტექსტი გამოფინეს:
კვარა, წითელ-ლურჯი ხალხი შენთანაა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს, რის შემდეგაც რეაბილიტაციის ხანგრძლივ პროცესს დაიწყებს.
როდის და სად გაიკეთებს ოპერაციას კვარაცხელია?
