ლონდონში მიმდინარე ოქროს ბურთის 70-ე დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო საფეხბურთო კლუბიც გამოავლინეს.
2026 წლის საუკეთესო კლუბად ფრანგული პარი სენ-ჟერმენი დასახელდა. ჯილდო კლუბის სახელით ერთ-ერთმა ლიდერმა და წინა წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა, უსმან დემბელემ ჩაიბარა.
აღნიშნული ჯილდო პარიზულ კლუბს ზედიზედ მეორედ გადაეცა.
წელს პსჟ-მ ზედიზედ მეორედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, ასევე მორიგ ჯერზე გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და გზად მოიგო კონტრინენტთაშორისი თასი და ევროპის სუპერთასიც.
მომავალ წელს პარიზული გრანდი რეალის რეკორდის გამეორებას და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებას შეეცდება.