პრემიერ ლიგა 2-ის ფარგლებში გამართულ 21-წლამდელთა ტაინ-უირის დერბიში ნიუკასლმა სანდერლენდი 3:2 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ორჯერ აგებდა.
მატჩი სენტ ჯეიმს პარკზე გაიმართა, რომელსაც 5 000 გულშემატკივარი და გუნდის მთავარი მწვრთნელი მათიას იაისლეც ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ დერბიში გამარჯვების გოლი ვახტანგ სალიამ გაიტანა, რომელმაც თავისი გუნდი წინ 85-ე წუთზე გაიყვანა.
ახალგაზრდა ქართველმა ნიუკასლს პრემიერ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოაგებინა, სალიამ კი მე-2 გოლი გაიტანა.
იხილეთ კაირან ტომპსონის, პარკ სინ სუსა და ვახტანგ სალიას მიერ გატანილი გოლები.