პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ხვიჩა კვარაცხელიას კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში, მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქართველი ფეხბურთელი ახლა რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან მატჩში მიიღო.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ოქროს ბურთის სიაში მე-6 ადგილზე გავიდა, დიდი ალბათობით, ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.
„ამ გამარჯვებას კვარას ვუძღვნით“ - ენრიკე ლიონთან მატჩის შემდეგ