VIDEO: პირველი საგოლე პასი - ხარებაშვილის კარგი მატჩი თურქეთში
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში ბაშაქშეჰირმა საკუთარ მოედანზე სამსუნსპორი მიიღო და 5-2 დაამარცხა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა ხარებაშვილი, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და თურქეთში პირველი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ქართველმა მარცხენა მცველმა საგოლე პასი 25-ე წუთზე გააკეთა, გოლი კი ანდრეას სკოვ ოლსენმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში 2-1 გახადა.
ხარებაშვილის აქტიურობას მოჰყვა მატჩის ბოლო გოლიც, შეხვედრის კომპენსირებულ დროში საბას ჩაწოდების შემდეგ გოლი აბოსბეკ ფაიზულაიევმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
18 წლის ქართველმა ბაშაქშეჰირში ზედიზედ მეორე სრული მატჩი ჩაატარა და Sofascore-ისგან 7.3 შეფასება დაიმსახურა.
ნური შაჰინის გუნდი 14 ქულით მე-10 ადგილზეა და ევროზონაში მყოფ ბეშიქთაშს 5 ქულით ჩამორჩება.