იტალიის სერია ა-ს მე-10 ტურში ფროზინონემ საკუთარ მოედანზე ტორინო მიიღო.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი კვერნაძე, რომელმაც 80 წუთი ითამაშა და მორიგი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტზე კი ფროზინონემ ანგარიში გახსნა.
48-ე წუთზე გიორგი კვერნაძის პასს ფარეს ღეჯემისის გოლი მოჰყვა. მატჩის კომპენსირებულ დროში კი ჯაკომო კალომ საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.
ამ მოგებით ფროზინონემ 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, მილანთან ჩამორჩენა კი მხოლოდ 1 ქულაა.
რაც შეეხება გიორგი კვერნაძეს, ქართველი შემტევის ანგარიშზე სერია ა-ს მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.