იტალიის სერია ა-ს მეცხრე ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონემ ლეჩე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
ქართველმა მარცხენა გარემარბმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, პენალტი მოიპოვა და Sofascore-ისგან მაღალი - 9.4 ქულიანი შეფასება მიიღო.
იტალიურმა პრესამ და წამყვანმა სპორტულმა გამოცემებმა კვერნაძის ბრწყინვალე თამაში ერთხმად შეაფასეს:
Tuttofrosinone: „პენალტი მოიპოვა და თავისი სისწრაფის წყალობით, მეტოქე გუნდს პრობლემებს უქმნიდა. გოლს ოდნავ ჯიუტად ეძებდა, თუმცა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა“.
Fantacalcio: „გიორგი კვერნაძემ საოცარი გამოსვლა აჩვენა. ქართველი გარემარბი მეტოქე გუნდის მცველებს პრობლემებს უქმნიდა, შეტევებში ფროზინონესთვის უპირატესობა მოჰქონდა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა“.
Oggi Sport Notizie: „გუნდს სისწრაფესა და არაპროგნოზირებადობას სძენს. ცდილობს, მეტოქე გუნდის მცველების მიერ დატოვებული სივრცეები აითვისოს“.