ფროზინონესა და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა გარემარბით, გიორგი კვერნაძეთი ევროპული წამყვანი კლუბები აქტიურად ინტერესდებიან.
ფრანგული გამოცემა Topmercato-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის გადასაბირებლად ბრძოლაში საფრანგეთის ლიგა 1-ის გრანდი მონაკოც ჩაერთო.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველო ტალანტებით მდიდარი ქვეყანაა, ხოლო კვერნაძეს სათამაშო სტილით ხშირად ადარებენ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას.
Topmercato წერს:
კვერნაძე, ჯერჯერობით, თანამემამულეებზე ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ფროზინონეში 2026–2027 წლების სეზონს წარმატებით ატარებს. მან სხვადასხვა ტურნირზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ მონაკო, რომა, კრისტალ პალასი და ევერტონი.
მონაკოსთვის ეს ხელსაყრელი მომენტია ისეთი მოთამაშის დასამატებლად, რომელიც კარგად ვითარდება, თუმცა ევროპის წამყვანი კლუბების ყურადღება ჯერ სრულად არ მიუპყრია. თუ კვერნაძე ამჟამინდელ გუნდში თამაშს კვლავ მაღალ დონეზე გააგრძელებს, ვითარება, შესაძლოა, სწრაფად შეიცვალოს. ამჟამად ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში ეს ციფრი კიდევ შეიცვლება. კვერნაძეს სურს, ხვიჩა კვარაცხელიას გზას გაჰყვეს და საბოლოოდ უფრო ძლიერ კლუბში გადავიდეს.